ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში მარკ ლიცინიუს კრასი რომის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იოყო, რომელმაც თავისი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი ხანძრების ხარჯზე დააგროვა. როგორც კი ცნობილი ხდებოდა მისთვის შენობის ხანძრის შესახებ, მაშინვე სთავაზობდა შენობის მესაკუთრეს საბაზრო ფასზე ნაკლებ თანხას ცეცხლმოკიდევული ქონების შესასყიდად. ასეთსავე შეთავაზებას უკეთებდა მეზობელი შენობების მესაკუთრეებს, რომლებიც ხანძრის გადასვლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. თუ მესაკუთრეები დათანხმდებოდნენ, მარკის მონების არმია მაშინვე იწყებდა ხანძრის ჩაქრობას, შემდეგ კი სწრაფად შეუდგებოდა ხოლმე შენობის რესტავრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანძართან ბრძოლაში არავის უწევდა დახმარებას.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Marcus_Licinius_Crassus
No comments:
Post a Comment