საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ 1793 წელს ნაციონალურმა კონვენტმა კალენდრისა და დროის ერთეულების რეფორმა გაატარა. წელიწადი დაიყო 12 თვედ, თითოეული თვე 30 დღისგან შედგებოდა , შესაბამისად , 3 დეკადისგან ანუ 10 დღისგან, თითოეუილ დეკადაში მხოლოდ ერთი დღე იყო გამოსასვლელი. წლის განმავლობაში მორჩენილი 5-6 დღე ე. წ. სანკიულოტიდები (Sansculottides) არ მიეკუთვნებოდა არცერთ თვეს. დღე შედგებოდა 10 საათისგან, საათი- 100 წუთისგან, წუთი- 100 წამისგან. ასეთნაირად ყოველი ახალი წამი შეესაბამებოდა ძველი წამის 0, 864- ს. 1806 წლის 1 იანვარს ნაპოლეონმა ეს სისტემა შეცვალა და ფრანგები იმ კალენდარს დაუბრუნა, რომელიც დღემდე გვაქვს.
წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D1%80%D0%B0%D0%BD%D1%86%D1%83%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%80%D0%B5%D1%81%D0%BF%D1%83%D0%B1%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B4%D0%B0%D1%80%D1%8C
No comments:
Post a Comment