ერთხელ რაფაელი სიქსტის კაპელის დარაჯს მოელაპარაკა, შეიპარა ტაძარში, რათა ენახა მიქელანჯელოს ჭერის მოხატვის სამუშაო პროცესი. ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდა მხატვარი. დაბრუნდა წმინდა ავგუსტინის ეკლესიაში, სადაც ესაია წინასწარმეტყველის ფრესკაზე მუშაობდა. გადაფხიკა იგი და მიქელანჯელოს გავლენის ქვეშ მყოფმა თავიდან დაიწყო მოხატვა.
No comments:
Post a Comment