ცემინებისას მრავალ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა გამოთქმა, მაგ. ინგლისელებისთვის- "ღმერთმა დაგლოცოს" («bless you»), გერმანელეისთვის - "ჯანმრთელობა" ("Gesundheit"), ქართველებმა "ჯანმრთელობას" "მილიონი დოლარი" ამჯობინეს ბოლო დროს. იაპონიასა და კორეაში თვითონ დამცემინებელი იხდის ბოდიშს. ყველაზე რთული ეტიკეტი ამ მხრივ ფრანგებს აქვთ: როცა ადამიანი აცემინებს, მას უნდა უთხრა : "დაე, ახდეს შენი ოცნებები" («à tes souhaits»), მეორედ დაცემინებისას უნდა დაამატო : " სიყვარული შენ! " ( «à tes amours» ), და თუ ადამიანი მესამედ აცემინებს, მაშინ თვითონ მცემინებელმა უნდა წარმოთქვას : " .. და შენიც გრძელდებოდეს მარად!" ( «que les tiennes durent toujours»)
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Responses_to_sneezing
No comments:
Post a Comment