ჩვენში მხოლოდ პოლიტიკოსებით ინტერესდებიან?

პროფესიით ექიმი  ვატო აბაშიძე 5 000-ზე მეტი ესკიზისა და 11 000-მდე აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები კალმით 4 ფორმატის ფურცელზე აქვს შესრულებული. აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს. მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ, მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა. დარგის სპეციალისტებმა კი "ქართველი და ვინჩი" უწოდეს. ვატო აბაშიძე პირველი ქართველია, რომელმაც "გუგლის" ახალი პროდუქტის Google Open Gallery-ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების გამოფენის უფლება მიიღო.გამოირჩევა ფენომენური მეხსიერებით და ფლობს არაოფიციალურ რეკორდს მრავალნიშნა ციფრების ზეპირ გამრავლებაში. პირველი ქართველია, ვინც გერმანიაში "მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე" მიიწვიეს. ამ ადამიანით (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), საქართველოში არასდროს არავინ დაინტერესებულა. 

წყარო:

No comments:

Post a Comment