ბიზონია


1947-1949 წწ-ში ევროპის ტერიტორიაზე  არსებობდა  ბიზონია, რომელსაც ხარ ბიზონთან არანაირი კავშირი არ აქვს.  ბიზონია ერქვა  გერმანიაში   ბრიტანული და ამერკული ოკუპაციის ზონას.  როცა საფრანგეთმა მიუერთა თავისი საოკუპაციო ზონა, ბიზონიას ტრიზონია გადაერქვა,  ბოლოს კი  მისი სახელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა.
წყარო: http://dic.academic.ru/dic.nsf/sie/2105/%D0%91%D0%98%D0%97%D0%9E%D0%9D%D0%98%D0%AF

ევროპული დედაქალაქი ევროპის გარეთ

 
1808 წელს პორტუგალიის  სამეფო ოჯახი ნაპოლეონის ჯარებისგან თავდასაცავად მთელი სამეფო კარით რიო-დე-ჟანეიროში  გაიქცა და იგი სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა.  ამგვარად, 
რიო-დე-ჟანეირო ისტორიაში იყო და დარჩა ერთადერთ  ქალაქად, რომელიც  ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქს წარმოადგენდა ევროპის გარეთ. ეს გრძელდებოდა 1822 წლამდე, როცა ბრაზილიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
წყარო: 
https://en.wikipedia.org/wiki/Rio_de_Janeiro

ქალაქი ერთ კორპუსში

ალიასკის ქალაქ უიტიერში  სულ  217  ადამიანი ცხოვრობს. ყველა ეს ადამიანი ეერთ 14-სართულიან კორპუსშია დასახლებული, რომელიც ოდესღაც ყაზარმა იყო. ამავე შენობაშია ქალაქის მერის  კაბინეტი, საავადმყოფო, პოლიცია, ფოსტა, მაღაზია, ეკლესია.  სკოლა მდებარეობს ცალკე, თუმცა კორპუსთან მიერთებულია თბილი გადასასვლელით.
წყარო: 
https://en.wikipedia.org/wiki/Whittier,_Alaska
http://fishki.net/1407867-uittier---gorod-sostojawij-iz-odnogo-bolshogo-doma.html

ყველაზე მაღალი

                                                       დედამიწაზე ყველაზე მაღალ მთად
ითვლება ევერესტი (8 848 მეტრი), მაგრამ თუ ფუძიდან გავზომავთ, მას აღემატება ჰავაის ვულკანი მაუნა-კეა ( 10 203 მეტრი), უბრალოდ, მისი დიდი ნაწილი წყლის ქვეშაა მოქცეული. თუ  პლანეტის ცენტრიდან გავზომავთ, ყველაზე მაღალი იქნება ჩიმბორასო ეკვადორში. დედამიწის  არაიდეალური სფერულობის გამო, მისი რადიუსი  მაქსიმუმს ეკვატორთან აღწევს.
 წყარო: http://geology.com/records/highest-mountain-in-the-world.shtml

რომელი ქვეყნის სასამართლო მიიჩნევს ვიკიპედიას სარწმუნო წყაროდ


გერმანიის სასამართლო სისტემაში  გერმანული ვიკიპედია  ინფორმაციის  სარწმუნო წყაროდაა მიჩნეული.

წყარო: 
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9D%D0%B5%D0%BC%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D0%92%D0%B8%D0%BA%D0%B8%D0%BF%D0%B5%D0%B4%D0%B8%D1%8F

წინასწარი ნეკროლოგები

CNN-ის საიტზე 2003 წლის 16 აპრილს ტექნიკური შეცდომის გამო ღიად გამოქვეყნდა რიგი ცნობილი ადამიანებისთვის წინასწარ მომზადებული  ნეკროლოგები. ესენი იყვნენ: დიკ ჩეინი, რონალდ რეიგანი, ფიდელ კასტრო, იოან პავლე II, ნელსონ მანდელა  და სხვები
წყარო: http://www.snopes.com/humor/mediagoofs/cnnobits.asp

ინტერნეტის მფარველი



მე- 6-7 საუკუნეში არქიეპისკოპოსმა ისიდორე სევილსკიმ დაწერა 20-ტომიანი ნაშრომი " ეტიმოლოგია", რომელშიც იმ დროისთვის არსებული ყველა ცოდნის სისტემატიზაცია მოახდინა. სწორედ ის ითვლება პირველ ენციკლოპედისტად. ბევრი კათოლიკე დღეს მას თაყვანს სცემს როგორც ინტერნეტის მფარველს. ინტერნეტის დღე სწორედ ისიდორეს გარდაცვალების დღე - 4 აპრილია. დააკვირდით რა რიცხვი მიიღება, თუ ამ თარიღს ჩავწერთ არაბული ციფრებით - 404. გეცნოთ შეცდომის კოდი?

წყარო:
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D1%81%D0%B8%D0%B4%D0%BE%D1%80_%D0%A1%D0%B5%D0%B2%D0%B8%D0%BB%D1%8C%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9